Saturday, November 16, 2013

მე-8 დღის რეფლექსია დღევანდელი დღე საინტერესო იყო , გავეცანით გარდნერის და ვიგოდსკის თეორიებს, დიფერენცირებული სწავლების მეთოდებს, ფასილიტაციის მასალებს,ვისაუბრეთ პროექტის მენეჯმენტსა და კომპიუტერტან მუშაობის წესებზე.

Saturday, November 9, 2013

მეექვსე დღის რეფლექსია დრევანდელი ტრენინგი იყო საინტერესო იმით, რომ მოვახდინეთ პრეზენტაციის ბლოგზე ატვირთვა, ვიმუშავეთ საინპორმაციო ბუკლეტების შექმნქზე და კრტძოდ შევქმენი კედლის გაზეთი, ჩამოვაყალიბეთ სასწავლო პროექტის პროცედურები.

Saturday, July 9, 2011

სასწავლო პროექტის გეგმა

პროექტის სახელწოდება:
ინტერნეტის როლი სწავლების პროცესში.
პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:
მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ინტერნეტის გამოყენებასა და მის უპირატესობაზე სწავლების პროცესში.
პროექტის აქტუალობა;
თანამედროვე სწავლება წარმოუდგენელია ინტერნეტის გარეშე. ინტერნეტის გამოყენება ხელს უწყობს მოსწავლეთა ტექნიკური უნარ-ჩვევების განვითარებას, საგანთა შორის კავშირების წარმოჩენას, მიღებული ცოდნის უფრო გაღრმავებას.
პროექტის მიზნები:
მოსწავლეები დაეუფლებიან ინტერნეტით სარგებლობის და მისი ეფექტიანად გამოყენების წესებს.ამ პროექტზე მუშაობით ჩამოუყალიბდებათ შემდეგი უნარ-ჩვევები: ინტერნეტის საშუალებით ისინი დამოუკიდებლად მოიძიებენ სასურველ ინფორმაციას;  მოახდენენ ამ ინფორმაციის შეფასებას და ორგანიზებას; ინფორმაციის დიდი მოცულობიდან საჭირო ფრაგმენტების ამორჩევას და მათ მიზნობრივად დაკავშირაბას ერთმანეთთან, რომ მიღებული შედეგი გასაგები იყოს როგორც თავად მოსწავლეებისათვის, ისე სხვებისათვის; მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე შეძლონ დასკვნების გამოტანა და ანალიზის გაკეთება.
მონაწილეთა ასაკი:
11-12 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა:
ერთი თვე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ინტერნეტის შესახებ, მის მნიშვნელობაზე მოხმარებისა და გამოყენების თვალსაზრისით, შექმნიან და წარმოადგენენ პრეზენტაციას მათ მიერ მოძიებული მასალის გამოყენებით და გააცნობენ საზოგადოებას, სადაც ნათლად გამოჩნდება ინტერნეტის მნიშვნელობა და როლი სწავლების პროცესში, კერძოდ თუ როგორ ხდება და რამდენად ეფექტური და მოსახერხებელია ინფორმაციის მოძიება და სხვებისათვის გაზიარება, ანდა სხვა რაიმე ოპერაციის შესრულება ინტერნეტის საშუალებით. მომზადებული პროექტი განთავსდება ბლოგზე.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
ლიტერატურა ინტერნეტის შესახებ, კომპიუტერი, ინტერნეტი.
პროექტის მსვლელობა ( ძირითადი აქტივობები):
მასწავლებლის დახმარებით მოსწავლეები ირჩევენ მათთვის საინტერესო თემას, შემდეგ მოსწავლეები დასვამენ კითხვებს, რომელიც არჩეულ თემას უკავშირდება. ეს კითხვები დაედება საფუძვლად  პროექტზე შემდგომ მუშაობას. შემდეგ შეიქმნება საპროექტო ჯგუფი, ჯგუფის წევრები შეიმუშავებენ კვლევის გეგმას, რომელიც მოიცავს შემდეგ საკითხებს: რა არის ინტერნეტი?  როგორ ხდება ინტერნეტის საშუალებით საჭირო ინფორმაციის მოძიება გაკვეთილის მსვლელობის ან მომზადების დროს? როგორ ხდება მოძიებული და დამუშავებული მასალის სხვებისათვის გაზიარება? და ა.შ. ჯგუფის წევრები გადაინაწილებენ საკითხებს და თითოეული მათგანი შეუდგება თავისი დავალების შესრულებას შემუშავებული გეგმის მიხედვით.განახორციელებენ შემდეგ აქტივობებს: ლიტერატურის მოძიება და დამუშავება; გამოკითხვის ჩატარება; ინტერნეტის საშუალებით სხვადასხვა მასალის მოძიება და ა.შ. შემდეგ მოსწავლეები ამ მოძიებული მასალის საშუალებით შექმნიან და წარმოადგენენ პრეზენტაციას და მოახდენენ მოძიებული მასალის ანალიზს. ბოლოს შედგება პროექტის შემაჯამებელი შეფასება მასწავლებლის მიერ. მასწავლებელი შეფასებისას გაითვალისწინებს თუ რამდენად დამოუკიდებლად და სწორად ახერხებენ მოსწავლეები სასურველი ინფორმაციის მოძიებას და ორგანიზებას, როგორ ახდენენ მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე პრეზენტაციის მომზადებას და წარმოდგენას,  შეუძლიათ თუ არა მათ მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე მსჯელობა, დასკვნების გაკეთება და ანალიზი.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ეს პროექტი კავშირშია ეროვნულ სასწავლო გეგმასთან, რაც გამოიხატება შენდეგში: ისტ საშუალებების ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვისა და ორგანიზების დროს; სხვადასხვა სახის ისტ საშუალებების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში.
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):
გოლთეთის საჯარო სკოლის ისტ-ის მასწავლებელი მირანდა ტვილდიანი.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
mirandatvildiani@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
mirandatvildiani.blogspot.com